ვრცელდება ინფორმაცია, რომ შსს იბარებს 7-8 მარტის აქციაზე მყოფ ახალგაზრდებს. როგორც ჩანს დაანონსებული დევნა დაიწყეს, - ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ანი წითლიძემ განაცხადა.
მან მიმართა ახალგაზრდებს, რომ არავინ გამოცხადდეს დაკითხვაზე ადვოკატების გარეშე და იმ შემთხვევაში თუ მათ დასჭირდებათ ნებისმიერი სახის დახმარება, ოპოზიცია მზად არის, რომ მათ ნებისმიერ დროს დაეხმაროს.
"ვრცელდება ინფორმაცია, რომ შსს იბარებს 7-8 მარტის აქციაზე მყოფ ახალგაზრდებს. როგორც ჩანს დაანონსებული დევნა დაიწყეს. თავიდანვე ვამბობდით რომ გათავისუფლება არ ნიშნავდა საქმეების შეწყვეტას. საქმეები აღძრულია ადმინისტრაციულით და სისხლით. მნიშვნელოვანია იცოდეთ: ადვოკატის გარეშე არ მიხვიდეთ არანაირ დაკითხვაზე! დახმარება თუ დაგჭირდებათ ადვოკატების დაგვიკავშირდით! ჩვენ მზად ვართ ნებისმიერ დროს დაგეხმაროთ!", - წერს ანი წითლიძე.
ამ ტიპის ბევრი რეზოლუცია გვინახავს, ამ რეზოლუცი...
ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობების კომიტეტმა...
ვღელავ საქართველოში ოპოზიციონერი ლიდერების ...
პოლონეთის საელჩო თავის მოქალაქეებს აფრთხილებს, ...
შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა ...
Mana press